ENGLISH  |  Russian
 

მთავარი გვერდი | დაგვიკავშირდით


მთავარი გვერდი
ჩვენს შესახებ
ისტორია
შედეგები
პროდუქტები

"თურმანიძის მალამო" უაღრესად ეფექტური და შეიძლება ითქვას, უნივერსალური წამალია. ეს მალამო დღესაც ისევე ეიმედება ჩვენს ხალხს, როგორც საუკუნეების მანძილზე ეიმედებოდა. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რამდენი ადამინი განუკურნავს. რამდენისთვის მიუნიჭებია შვება. ჩვენი აზრით. "თურმანიძის მალამო" ყველა ოჯახში იმ თაროზე უნდა იდოს, სადაც სასწრაფო, აუცილებელი დახმარების პრეპარატებს ვინახავთ ხოლმე. თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე 

მთავარი გვერდი

 

თურმანიძეთა გვარი ქართულ ცნობიერებაში უკვე მრავალი საუკუნეა ასოცირებული განუმეორებელ მალამოსთან და სასწაულებრივ განკურნებასთან.რას წარმოადგენს თურმანიძის მალამო, რომელმაც ამდენი მადლიერება დაიმსახურა: მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიის უდიდესი წარმატებებისა, მთელ რიგ შემთხვევებში სახალხო მედიცინის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება შეუცვლელი რჩება და მხოლოდღა ის აღწევს სასურველ ეფექტს. ასეთი ფენომენი ქართულ სინამდვილეში გახლავთ საუკუნეების სიღრმიდან შემორჩენილი თურმანიძის მალამო.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ მალამოსი, რომელსაც დღესაც აწარმოებენ თურმანიძეთა შთამომავალნი, უთუოდ ისაა, რომ მისი რეცეპტურა, ინგრედიენტები, დამზადების წესი უცვლელად არის შენარჩუნებული ასეული წლების განმავლობაში და ჩვენს ტექნოკრატიულ საუკუნეში წინაპართა ეკოლოგიურად სუფთა გზავნილის სასწაულებლივ ეფექტს ახდენს.  თურმანიძის მალამო შედგება ბუნებრივი კომპონენტებისაგან. არ შეიცავს შხამებს, მძიმე ლითონებს, კანცეროგენულ ელემენტებს. ახასიათებს ანტისეპტური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იწვევს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას და ეპითელიზაციას. იგი ერთნაირად რეკომენდირებულია, როგორც ჩვილი ბავშვებისათვის, ისე ზრდასრული პაციენტებისათვის. მალამო ეფექტურია აგრეთვე დიაბეტით დაავადებულთათვის.
    

  ვრცლად >>>

 

სიახლე სააფთიაქო ქსელში!

../photos/1318-yutebi-new-01-as-Smart-Object-1-geo-burn-250.gif

../photos/5113-yutebi-new-02-as-Smart-Object-1-yelow-geo-250.gif

../photos/5285-4.jpg